ვულკანის ფერფლის გამო ესპანეთში და მაროკოში აეროპორტები დაიხურა

ისლანდიაში ვულკანის მიერ ამოფრქვეული ფერფლის გავრცელების გამო დღეს აეროპორტები დაიხურა ესპანეთსა და მაროკოში, ასევე თურქეთის სამხრეთ არეალში. ესპანეთში და კანარის კუნძულებზე აღარ მოქმედებს შვიდი აეროპორტი. მაროკომ ხუთი საჰაერო სადგური დახურა.