დაღესტანში აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, ერთი ადამიანი დაიღუპა

დაღესტანში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად , სულ ცოტა, ერთი ადამიანი დაიღუპა. აფეთქება მოხდა სამხედრო ბაზასთან ქალაქ კასპიისკში, რუსეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 65-ე წლისათვის ზეიმის დღეს. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა მანქანაში მყოფი პირი.