რადიო თავისუფლების დილის სტუმარი იყო ომბუდსმენის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის უფროსი ბექა მინდიაშვილი. სტუმარმა ისაუბრა რამდენიმე დღის წინ ილიას უნივერსიტეტთან მოწყობილ საპროტესტო აქციებზე და განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რელიგიის ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე არ არის რეაგირება სამართალდამცავთა მხრიდან, განსხვავებით 3-4 წლის წინ არსებული სიტუაციისა, როდესაც მსგავსი დანაშაულისთვის დასაჯეს აქციის მონაწილეები.