მიღწეულია შეთანხმება საბერძნეთის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად

Greece -- Prime Minister George Papandreou delivers a speech during an economic conference in Athens, 28Apr2010

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯ პაპანდრეუმ დღეს განაცხადა, რომ ევროპის კავშირთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულ იქნა ფინანსური დახმარების შესახებ შეთანხმება საბერძნეთის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად.

პაპანდრეუმ მთავრობის საგანგებო სხდომის წინ, სატელევიზიო გამოსვლაში თქვა, რომ მთავრობა დაამტკიცებს ამ შეთანხმებას, რომელიც გუშინ იქნა მიღწეული ლიდერებს შორის მოლაპარაკებისას. პაკეტის სანაცვლოდ, რომელიც სამი წლის განმავლობაში 120 მილიარდ ევრომდე დახმარებას ითვალისწინებს, საბერძნეთის მთავრობამ მომჭირენობისკენ მიმართული მკაცრი ზომები უნდა გაატაროს.

პაპანდრეუს თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად საბერძნეთის მოქალაქეებმა დიდი მსხვერპლი უნდა გაიღონ.