ახლახან ჩატარებულმა გამოკვლევამ, რომლის შედეგებს ჟურალი Pediatrics-ი აქვეყნებს, ცხადყო, რომ მცირეწლოვანი ბავშვის ხშირად ცემა მის აგრესიულობას უწყობს ხელს მოგვიანო ასაკში. გამოკვლევაში მონაწილეობდა დაახლოებით 2500 დედა, რომლებიც ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ გამოკითხეს, მათ შორის ბავშვების აგრესიულობისა და ამის წინააღმდეგ ზომების თაობაზე.
მეცნიერებმა მშობლებს ჰკითხეს, რა სიხშირით მიტყეპავდნენ ხოლმე თავიანთ 3 წლის ბავშვებს. შემდეგ, ისევ მშობლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათ შეისწავლეს ამ ბავშვების ქცევა. ორი წლის შემდეგ მკვლევრებმა შეამოწმეს ეს ბავშვები.
აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებსაც უფრო ხშირად ხვდებოდათ მშობლებისგან, უფრო აგრესიულად იქცეოდნენ ორი წლის შემდეგ.
ამერიკის პედიატრიის აკადემია დიდი ხანია აცხადებს, რომ ცემა და ფიზიკური დასჯის სხვა ფორმები არ აუმჯობესებს ბავშვის ქცევას. მაშ როგორ მოვიქცეთ? თავიდანვე უნდა შევიგნოთ - გარდა იმისა, რომ ბავშვი უფრო აგრესიული ხდება, დარტყმა, ჩქმეტა ან სილის გაწნა არ არის აღზრდის ისეთი ეფექტიანი მეთოდი, როგორც სხვა ტიპის სასჯელი - მაგალითად, პრივილეგიების ჩამორთმევა, ტელევიზორის ყურების აკრძალვა და სხვ.
ბავშვი საკმაოდ სწრაფად ეჩვევა ფიზიკურ სასჯელს. „მართალია, ხელის დარტყმამ შეიძლება იმ მომენტში შეასუსტოს ან შეაჩეროს ბავშვის არასასურველი ქცევა, მაგრამ ის ეფექტიანობას კარგავს ამ მეთოდის რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში,“ ნათქვამია პედიატრების ჯგუფის მიერ 1998 წელს გამოქვეყნებულ რჩევებში. „ცემის თავდაპირველი ეფექტის შენარჩუნების ერთადერთი გზაა მისი ინტენსივობის სისტემატური მატება, რაც იოლად შეიძლება გადაიზარდოს კანონსაწინააღმდეგო ძალადობაში.“
არსებობს მოსაზრება, რომ ცემას შეუძლია ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებზეც იმოქმედოს. ამ თემაზე მუშაობა გრძელდება.
პედიატრებს გრძელი გზა აქვთ გასავლელი, თუკი უნდათ, რომ მშობლების ქცევაზე გავლენა იქონიონ. ზემოხსენებული გამოკვლევა ცხადყოფს, რომ ფიზიკური დასჯა ფართოდ არის გავრცელებული და მშობლების უდიდესი ნაწილი მას ნორმალურად მიიჩნევს. ამიტომ, გამოკვლევის ავტორთა აზრით, საჭიროა უკეთესი მარკეტინგი, რათა დავარწმუნოთ მშობლები, რომ დისციპლინის დამყარების სფეროში სხვა მეთოდები უფრო ეფექტიანი და ნაკლებ სარისკოა.