იუწყებიან, რომ იაროსლავ კაჩინსკი პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება

პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, იაროსლავ კაჩინსკი - ავიაკატასტროფაში დაღუპული პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ტყუპისცალი - საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. სააგენტოს ამ ინფორმაციის წყაროები არ დაუკონკრეტებია. 20 ივნისს დანიშნულ არჩევნებში კაჩინსკი მემარჯვენე, კანონისა და სამართლის პარტიის კანდიდატი იქნება - რომელსაც ამჟამად სათავეში უდგას. ვარაუდობენ, რომ დღეს მოგვიანებით საკუთარ გადაწყვეტილებას ის თავად გამოაცხადებს. ბოლო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვები არჩევნებში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ ცენტრისტული, მმართველი სამოქალაქო პლატფორმის კანდიადატს, ბრონისლავ კომოროვსკის.