იანუკოვიჩი: ჩერნობილის რეაქტორი კვლავ საფრთხეს წარმოადგენს

უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი ჩერნობილის ატომური კატასტროფის 24-ე წლისთავზე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ჩერნობილის ბირთვული რეაქტორი ევროპისთვის კვლავაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს. 1986 წელს მომხდარი, ისტორიაში ყველაზე მძლავრი ბირთვული კატასტროფის შემდეგ უკრაინიდან, ბელორუსიიდან და რუსეთიდან 300,000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. კატასტროფის 24-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას იანუკოვიჩმა პირობა დადო, რომ ჩერნობილის მსხვერპლთ უკეთეს პირობებს შეუქმნის.