19 აპრილს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სიების მონიტორინგის შედეგები საზოგადოებას წარუდგინა. რა დარღვევბი აჩვენა მონიტორინგმა, რა შესწორებები შევიდა სიებში? რა გაითვალისწინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და რა არა პარტიების მიერ აღმოჩენილი დარღვევებიდან, თუ ეს მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როცა საარჩევნო უბნებში სიები გამოიკვრება? იყო თუ არა ეს საბოლოო შედეგები და შეიძლება თუ არა ითქვას რომ ხარვეზები აღმოფხვრილია? ამ საკითხებზე საუბრობენ რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი და პარტია საქართველოს გზის წარმომადგენელი სოფო ჯაჯანაშვილი. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.