ავღანეთში წინასაარჩევნო რეგისტრაცია დაიწყო

ავღანეთში დაიწყო 18 სექტემბრისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია. დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის, ზაქრია ბარაკზაის თქმით, კომისია ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. დასავლეთის და ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფების ზეწოლის შედეგად, გასულ კვირაში პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ კომისიას ახალი ხელმძღვანელი დაუნიშნა. შარშან ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები - რომელსაც კარზაის ხელახალი არჩევა მოყვა - მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა.