სტუმრად ჩვენს ეთერში: ვანო ცერცვაძე

ვანო ცერცვაძე

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ვანო ცერცვაძე, ერთ-ერთი ავტორი კვლევისა ”რამდენად ეფექტურია ქუჩის ნარკოტესტირება”. ვანო ცერცვაძემ თქვა, რომ კვლევამ ამ კითხვას უარყოფითად უპასუხა. ნარკოტესტირებაზე წლიურად 18 მილიონ ლარამდე იხარჯება. სასჯელის შიშით ტესტირებულთა მხოლოდ 11-მა პროცენტმა შეწყვიტა მოხმარება, ისიც რამდენიმე თვით. 11 თვის შემდეგ კი ყველა გამოკითხულმა განაახლა ნარკოტიკების მოხმარება. ამასთან, ნარკოტიკების მოხმარებაში ეჭვმიტანილთა დაკავებას ქუჩის მაკონტროლებელი პოლიციელის სამუშაო დროის დაახლოებით მეათედი ეთმობა. რაც, ამ კვლევის თანახმად, ფუჭად დახარჯული დრო გამოდის.