ცხინვალმა და მანაგუამ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა და ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამუელ სანტოს ლოპესმა ხელი მოაწერეს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების დეკლარაციას. სააგენტო რესის ცნობით, ხელმოწერის ცერემონიამდე, ნიკარაგუის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ, რომელიც მეორე დღეა, ცხინვალში იმყოფება, გვირგვინით შეამკო სამშობლოს დამცველთა ძეგლი. ამავე სააგენტოს ცნობით, ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედუარდ კოკოითისაც შეხვდება. ნიკარაგუის დელეგაცია ცხინვალს ხვალ დატოვებს.