სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნისას მექსიკაში 5 ადამიანი დაიღუპა

მექსიკის ქალაქ მონტერეის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნას სულ ცოტა 5 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ახლა დგინდება. ზოგიერთი ცნობით დაშავდნენ ისინიც, ვინც ავარიის დროს დაცემის ადგილთან, მიწაზე იმყოფებოდა.