ჰააგაში კარაჯიჩის პროცესი განახლდება

ჰააგაში, გაეროს ტრიბუნალი დღეს განაახლებს ბოსნიელ სერბთა ლიდერ რადოვან კარაჯიჩის პროცესს. კარაჯიჩი თავს დამნაშავედ არ ცნობს საომარ დანაშაულში, მათ შორის - 1995 წელს სრებრენიცაში 7000-ზე მეტი მუსულმანი მამაკაცის დახოცვაში. დღეს ბრალდების მხარემ პირველი მოწმე უნდა გამოიძახოს. აჰმეტ ზულიჩი სერბების ბანაკის ყოფილი პატიმარია.