დღეს "რადიო თავისუფლების" რუბრიკის – "ინტერაქტიული დიალოგის" – სტუმარია კონსერვატიული პარტიის ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური. "რადიო თავისუფლების" ბლოგების კომენტატორებმა სწორედ იგი აირჩიეს მიმდინარე კვირის სტუმრად და ბატონი ზვიადისთვის დასასმელი შეკითხვებიც რეიტინგის სისტემით შეარჩიეს. 13 აპრილს, საღამოს ზვიად ძიძიგური "რადიო თავისუფლების" ვებგვერდზე კომენტატორების შეკითხვებს პასუხს "ცოცხალ" რეჟიმში გასცემს.