45 ქართველი თავშესაფარს სთხოვს ისრაელს

იერუსალიმი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა კომენტარი ისრაელში 45 ქართველის მიერ თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

კალანდაძის თქმით, საქართველოს კონსული ისრაელში ხვალ საქართველოს მოქალაქეებს გაესაუბრება, რათა გაარკვიოს, რა გახდა ისრაელისთვის თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზი.

სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ისრაელში ადვილია სამუშაოს შოვნა, თუმცა არალეგალებთან მიმართებაში ისრაელის პოლიტიკა საკმაოდ მკაცრია.