კაჩინსკის დაღუპვის გამო საქართველოში გლოვის დღეა

პოლონეთის პრეზიდენტის დაღუპვის გამო 11 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, კაჩინსკის სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა საერთაშორისო ასპარეზზე ”საქართველოს ინტერესების დაცვაში გამოჩენილი გმირობის გამო”. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სამძიმრის წიგნი გაიხსნა, რომელშიც ჩანაწერის შეტანა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.