7 აპრილს დაიბადა ბილი ჰოლიდეი, რომელსაც ბევრი მიიჩნევს ჯაზის ყველაზე დიდ მომღერლად. ბილი ჰოლიდეი ყურადღებას იპყრობს არა მხოლოდ მუსიკალური თვალსაზრისით, არამედ თავისი გამორჩეულად ტრაგიკული ბედითაც, რაც მის სასიმღერო სტილზეც აისახა.
დიახ, ბილი ჰოლიდეი ტრაგიკული ბედის ადამიანი იყო და როცა მის შემოქმედებაზე ვსაუბრობთ, ალბათ არ შეიძლება გვერდი ავუაროთ მის ბიოგრაფიას. ის სიღატაკეში დაიბადა და გაიზარდა, ჯაზის მწვერვალებს მიაღწია, მაგრამ პირად ცხოვრებაში მუდამ უწევდა ბრძოლა - ნარკოტიკებისკენ მიდრეკილებასთან, ანტინარკოტიკულ უწყებებთან, რასიზმთან, ეგოისტ საყვარლებთან და ურიცხვ პარაზიტთან მუსიკალურ ბიზნესში თუ მის გარეთ.
ელიონორა ფეიგანი - ეს იყო მისი ნამდვილი სახელები - 1915 წლის 7 აპრილს დაიბადა ქალაქ ბალტიმორში. სახელი „ბილი“ მან მოგვიანებით დაირქვა თავისი საყვარელი მსახიობის, ბილი დოუვის საპატივცემულოდ. როცა ბილი დაიბადა, დედამისი 13 წლის იყო, მამა კი - 15-ის. ბავშვობისას ბილი მეზობლად მდებარე საროსკიპოში მომუშავე მეძავებს ეგზავნებოდა წვრილმანი დავალებების შესასრულებლად. ისინი კი სამაგიეროდ ლუი არმსტრონგისა და ბესი სმითის ჩანაწერების სმენის უფლებას აძლევდნენ.
1928 წელს ბილი დედასთან ერთად ნიუ იორკში გადავიდა, მაგრამ მალე მოუსწრო დიდმა დეპრესიამ და გაჭირვებული ოჯახი კიდევ უფრო უარეს დგომარეობაში აღმოჩნდა. იმ პრეიოდში ბილი ღამის კლუბში მოცეკვავის სამსახურის შოვნას შეეცადა, მაგრამ დაიწუნეს. სამაგიეროდ იქვე სპონტანურად შეუმოწმეს ხმა და ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მომღერლად აიყვანეს. ის რამდენიმე წელი მღეროდა ჰარლემის კლუბებში. იმ პერიოდში ბენი გუდმანის ერთ ფირფიტაზეც კი ჩაწერეს, მაგრამ ნამდვილი საერთაშორისო სახელი 1935-39 წლებში გაკეთებული გრამჩანაწერების წყალობით მოიპოვა.
30-იანი წლების ბოლოს ბილი ჰოლიდეი ბიგ ბენდებშიც გამოდის, ჯერ კაუნტ ბეისისთან, შემდეგ არტი შოუსთან. კაუნტ ბეისის ტენორ საქსოფონისტთან, ლესტერ იანგთან მას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა. სწორედ ლესტერ იანგმა შეარქვა მას „ლეიდი დეი“. ბილი ჰოლიდეი კი გამოჩენილ საქსოფონისტს „პრეზ“-ს ანუ „პრეზიდენტს“ ეძახდა. ეს სახელები მათ ბოლომდე შერჩათ. სხვათა შორის მათ სიკვდილშიც უმეგობრეს ერთმანეთს, ორივე 1959 წელს გარდაიცვალა. ლესტერ იანგთან ბილი ჰოლიდეის მუსიკალური თანამშრომლობა, - ზოგი კრიტიკოსი „სიმბიოზზეც“ კი ლაპარაკობს, - ჯაზის ერთ-ერთ სასწაულად მიიჩნევა.
ბილი ჰოლიდეის კარიერამ ზენიტს 30-იანი წლების ბოლოს მიაღწია. 1938 წელს მას ხანგრძლივი კონტრაქტი ჰქონდა კაფე „სოსაიტიში“. მომდევნო წელს კი ბენი გუდმენის ორკესტრთან ერთად გამოდიოდა რადიოთი. ის სტაბილურად თანამშრომლობდა ნიუ იორკის საკონცერტო დარბაზებთან და ცნობილი 52-ე ქუჩის ჯაზკლუბებთან. ამ პერიოდს განეკუთვნება სიმღერა “Strange Fruit” – „უცნაური ნაყოფი“ - რომელშიც ლინჩის წესით დასჯა არის აღწერილი. მუსიკა თავად ბილი ჰოლიდეის ეკუთვნის.
ხმის ჩამწერმა კომპანია Columbia-მ ეს სიმღერა ერთობ წამქეზებლურად მიიჩნია და უარი თქვა მის გამოშვებაზე. ბოლოს სიმღერა ნაკლებად ცნობილმა პატარა კომპანიამ გამოუშვა 1939 წელს. ბედის ირონიაა - “Strange Fruit” ფინანსური თვალსაზრისით ერთობ წარმატებულ ჩანაწერად იქცა მეორე სიმღერის, “Fine and Mellow”-ს გამო, რომელიც ფირფიტის მეორე მხარეს არის ჩაწერილი. ეს ბლუზიც, ისევე, როგორც ბილის რეპერტუარის მრავალი სიმღერა, თავად მისი შექმნილია.
40-იანი წლების შუაში ბილი ჰოლიდეი არაერთხელ დააპატიმრეს ნარკოტიკების მოხმარების გამო. ერთხელ კი ის მისი საკუთარი თხოვნით ჩასვეს ციხეში. განთავისუფლებიდან ათი დღის შემდეგ მან კონცერტი გამართა კარნეგი ჰოლში, მაგრამ ნიუ იორკის პოლიციამ მას ჩამოართვა ისეთ ადგილებში მუშაობის უფლება, სადაც ალკოჰოლი იყიდებოდა. ასეთი აკრძალვა პრაქტიკულად იმას ნიშნავდა, რომ მას ნიუ იორკის ღამის კლუბებში მუშაობის უფლება წაერთვა.
ბილი ჰოლიდეის არც პირად ცხოვრებაში გაუმართლა. არც მესაყვირე ჯო გაი, რომელსაც 1940 წელს გაეყარა, და არც ლუის მაკკეი არ აღმოჩნდნენ ის მამაკაცები, რომელთაც შეეძლოთ ან სურდათ, ბილი ჰოლიდეი თვითგანადგურებისგან დაეცვათ. 50-იანი წლებისთვის ის ალკოჰოლისა და მარიხუანის ტყვეობაში იმყოფებოდა; მას ხმა არაბუნებრივად დაუბოხდა და გაებზარა. ის ზოგჯერ კონცერტის დროს კარგავდა ხოლმე ხმას. მაგრამ არასოდეს დაუკარგავს სრულიად გამორჩეული, ინდივიდუალური სტილი, ინტიმურობა, ტექსტის წარმოთქმის სპეციფიკურობა.
მის შესრულებას დღემდე თან ახლავს მდუმარება - მდუმარება მსმენელებისა, რომლებიც აღელვებულები, უტყვად, ხშირად თვალებში ცრემლებით უსმენენ ამ გასაოცარ ქალს, რომელსაც თმებში მუდამ თეთრი გარდენია ჰქონდა ჩამაგრებული და ამ ცხოვრების სიხარულსა და ტკივილზე მღეროდა.