რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი თამარ ჩხეიძე, რომელმაც 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ტრაგედია გაიხსენა და იმ მოვლენებზე ილაპარაკა, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე მიტინგის დარბევას უძღოდა წინ. თამარ ჩხეიძემ მოჰყვა საპროტესტო ტალღის შესახებ, რომელიც აფხაზეთში ანტიქართულ გამოსვლებს მოჰყვა და რომელიც, 4 აპრილს, თბილისში დაწყებულ მასობრივ მიტინგში გადაიზარდა. თამარ ჩხეიძის შეფასებით, მართალია, 9 აპრილს მომხდარმა ტრაგედიამ ხალხი გააერთიანა, მაგრამ ეს გაერთიანება დროებითი იყო და სხვადასხვა ძალებს შორის დაპირიპირებამ თავი ჯერ კიდევ აქციების მიმდინარეობის დროს იჩინა თავი, შემდეგ კი უფრო გაღრმავდა.