ჯალალაბადში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა

ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლის ინფორმაციით, ოთხშაბათს დილით ქალაქ ჯალალაბადში თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, დაიჭრა - 15. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს იყო თავდასხმა ნატოს ბადრაგზე, რომელიც ქალაქის მთავარ გზაჯვარედინზე გადაადგილდებოდა. თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქებას მსხვერპლის გარდა შედეგად სამხედრო ტექნიკისა და ახლომდებარე მაღაზიების დაზიანება მოჰყვა.