პრაქტიკული მეცადინეობის დროს თვითმფრინავი აფეთქდა

დღეს, დაახლოებით, 17.30 საათზე “თბილავიამშენის” აეროდრომზე სასწავლო თვითმფრინავი პრაქტიკული მეცადინეობის დროს შენობას გაედო და ჩამოვარდა. თვითმფრინავის აფეთქების შედეგად ინსტრუქტორი და მეორე კურსის სტუდენტი დაიღუპნენ. გარდაცვლილი ინსტრუქტორის შესახებ მისი კოლეგები ამბობენ, რომ იგი გამოცდილი მფრინავი იყო. ავარიის ზუსტი მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე დაწყებულია.