ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილ ორ თვეში სამი მეტ–ნაკლებად კონკურენტუნარიანი გუნდი გამოიკვეთა. სწორედ მათ ურთიერთობაზე და მათ შორის ხმების განაწილებაზე იქნება დამოკიდებული თბილისის მერის ვინაობაც და თბილისის საკრებულოს შემადგენლობაც.
გამარჯვებისთვის მებრძოლ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის პირველია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მეორე – ალიანსი საქართველოსთვის და მესამე – ქრისტიან–დემოკრატიული პარტია. ამ სამ გუნდში დღეს ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორც გუნდების შემადგენლობის, ისე მათი ურთიერთობის თვალსაზრისით. მაგრამ იმ ინფორმაციის ანალიზით, რაც დღეს უკვე არსებობს, საინტერესო სამკუთხედი იქმნება, რომლის სამივე კუთხემ, შესაძლოა, მოულოდნელი ძალა და ფუნქცია შეიძინოს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდშიც და არჩევნების დღესაც.
დავიწყოთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობით. მერის პოსტზე სახელისუფლო პარტიის კანდიდატი გიგი უგულავა იქნება, საკრებულოს სიის პირველი კი ნომერი ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, სიას რუსუდან კერვალიშვილი ჩაუდგეს სათავეში. ამ გუნდს, დანარჩენ ორთან შედარებით, დიდი უპირატესობა აქვს როგორც გამოცდილების, ისე რესურსის თვალსაზრისით. თუმცა, არსებობს რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლებაში გიგი უგულავას მიმართ არამეგობრულად განწყობილი გავლენიანი პირებისთვის პირდაპირი წესით არჩეული მერის პოსტზე ამჟამინდელი მერის ხილვა სასურველი არ არის. ხელისუფლებაში არსებულ წინააღმდეგობებზე მუდმივად მინიშნებენ ოპოზიციონერი ლიდერები. ცნობილი კი მხოლოდ ის არის, რომ უგულავას საარჩევნო კამპანიაზე გარკვეულ კვალს უკვე ტოვებს დაპირისპირება ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს შორის, რადგან გიგი უგულავა ერთმნიშვნელოვნად მიეკუთვნება ზურაბ ადეიშვილის უახლოეს გარემოცვას.
ქრისტიან-დემოკრატების გუნდში, ერთი შეხედვით, მეტი სიცხადეა. მერის პოსტისთვის გია ჭანტურია იბრძოლებს, საკრებულოს სიის პირველი ნომერი კი ინგა გრიგოლია იქნება. მაგრამ ამ გუნდში გაუგებრობას იწვევს ის ფაქტი, რომ გია ჭანტურიას წინასაარჩევნო კამპანია არ არის გაჯერებული ჯანსაღი ოპოზიციური მუხტით. უფრო მეტიც, ჭანტურია აცხადებს, რომ არ არის პოლიტიკური ფიგურა და არც პოლიტიკური ამბიციები გააჩნია. ბუნდოვანი მოლოდინები არსებობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ხასიათიდან გამომდინარე, ამ გუნდმა, შესაძლოა გიგი უგულავას პოტენციურ ამომრჩეველს წაართვას ხმები. შესაბამისად, ბუნდოვნადვე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჭანტურიას არჩევნებში მონაწილეობა უგულავას არაკეთილმოსურნეების ინიციატივა უფრო იყო, ვიდრე მისი პირადი.
რაც შეეხება ალიანსს. ამ გუნდში პირველი გაუგებრობა თავად მერობის კანდიდატს – ირაკლი ალასანიას უკავშირდება. ის მეტისმეტად არაენერგიულ კამპანიას ატარებს, რისი მკაფიო დასტური იყო ალასანიას სტუმრობა გადაცემა „ბარიერში“. ორი საათის განმავლობაში ალიანსის ლიდერი ჟურნალისტებს უმტკიცებდა, რომ მის გუნდს აქვს კარგი პროგრამა, მაგრამ ხანგრძლივი ეთერი ამ პროგრამის, ან, თუნდაც, მისი ზოგიერთი მიმართულების პრეზენტაციისთვის არ გამოუყენებია. გამარჯვების მუხტი არც ამ გუნდში იგრძნობა და რჩება შთაბეჭდილება, რომ ალიანსი მშვიდი, უწყინარი საარჩევნო კამპანიით „მიგორდება“ არჩევნების დღემდე. ამ გუნდის მხრიდან მეორე მოულოდნელობა სოზარ სუბარის ინიციატივაა, რომ იგი საკრებულოს სიის ლიდერობას უთმობს სხვა ოპოზიციურ სუბიექტებს, რათა შესაძლებელი გახდეს წინასაარჩევნო კოორდინაცია საკრებულოს 25 მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით. ამ ინიციატივის შემკრავი ღერძი არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ირაკლი ალასანიას კანდიდატურის მხარდაჭერაა. ამიტომ, ძნელი წარმოსადგენია, რომ სუბარის „გამარჯვების ფორმულას“ ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი გაიზიარებს. თუმცა, ყველა თანხმდება, რომ ოპოზიციის კოორდინირებული ქმედების გარეშე, სახელისუფლო გუნდის დამარცხება შეუძლებელია.
ფაქტობრივად, სამივე საარჩევნო გუნდში, რომლებსაც, პირობითად, უგულავას, ჭანტურიას და ალასანიას გუნდები შეიძლება დავარქვათ, მეტისმეტად ბევრი ბუნდოვანი საკითხია. ოპოზიციის ამოცანა ის არის, რომ უგულავამ 30 მაისს ხმების 30% ვერ მოაგროვოს და პირველსავე ტურში ვერ გაიმარჯვოს. მაგრამ ჭანტურიასა და ალასანიას გუნდებს შორის კოორდინაციის ყველა ძაფი ჩაჭრილია. ცალ-ცალკე კი არც ერთი მათგანი ძლიერი და გამარჯვებაზე ორიენტირებული გუნდის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. არადა, უგულავას პრობლემების ფონზე, ოპოზიციას გადამწყვეტი უპირატესობა უნდა მიეღო. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველაზე ლოგიკური თბილისში ყველა კანდიდატის დამარცხება იქნებოდა, რაც, ცხადია, არ და ვერ მოხდება.