ოცდაათამდე ადამიანი დაიღუპა ბაღდადში

ბაღდადის ცენტრში ზედიზედ მომხდარი სამი აფეთქების შემდეგ ოცდაათამდე ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი - დაიჭრა. ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის გენერალ ყასიმ ალ მოუსავის ინფორმაციით, თავდასხმების სამიზნე იყო დიპლომატიური მისიები. კერძოდ აფეთქება მოხდა ეგვიპტისა და გერმანიის საელჩოების მახლობლად. ხელისუფლება აცხადებს, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.