ყოველკვირეულ რადიოჟურნალ „მეათე სტუდიაში“ გიამბობთ ჩეხეთში, ქალაქ ბრნოში ჩატარებულ სემინარზე, რომელზეც ქართველი ახალგაზრდებიც იყვნენ მიწვეული. ისინი მონაწილეობდნენ დისკუსიაში „საქართველო ომის შემდეგ და მის წინაშე მდგომი გამოწვევები“. ვისაუბრებთ მანდატურებზე - ეს, საგანგებო ფორმაში გამოწყობილი ადამიანები აპრილის შუა რიცხვებში გამოჩნდებიან საქართველოს სკოლებში. გიამბობთ წიგნის „სილამაზის ბედი“ პრეზენტაციაზე, რომელიც გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა. დაბოლოს, მოისმენთ რეპორტაჟს ქართული მოდის კვირეულზე - პირველ ასეთ ღონისძიებაზე.