27 მარტს თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში, გაიმართა პრეზენტაცია იგორ ობოლენსკის წიგნისა ”სილამაზის ბედი”. ცნობილი რუსი მწერლის მონოგრაფია შედგება 50 ისტორიისგან, რომლის გმირები ქართველი ქალები არიან.. ეს ”ქართულ სულში ჩაწვდომის რუსული ცდაა”, აღნიშნა მწერალმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. წიგნის პრეზენტაცია პირველი ღონისძიებაა, რომელიც გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის ახალმა დირექტორმა, ლაშა ბაქრაძემ, გამართა.
იგორ ობოლენსკი ცნობილი რუსი მწერალი და ჟურნალისტია...წერს, ძირითადად, მეოცე საუკუნის სახელგანთქმულ ქალებზე.. ავტორია წერილებისა ანა პავლოვაზე, მარლენ დიტრიხზე, გრეტა გარბოზე, მერლინ მონროზე... იგორ ობოლენსკის წიგნის პრეზენტაციას ლიტერატურის მუზეუმმა ქართველ ქალთა პორტრეტების გამოფენა დაამთხვია - წარმოგვიდგინა მუზეუმის ფონდებში დაცული მე-19, მე-20 საუკუნის ფოტოები, ნახატები, წიგნები... ძირითადად, დიდგვაროვანი ქალების პორტრეტები, რის გამოც ქალთა უფლებების დამცველებმა მუზეუმის ახალ დირექტორს, ლაშა ბაქრაძეს, ჰკითხეს კიდეც, საქართველოში კულტურას სხვა ქალებიც ქმნიდნენ, რატომ მხოლოდ და მხოლოდ დიდგვაროვანი ქალებიო?
”მეც მოყვარული ვარ სოციალური თანასწორობის, მაგრამ ამ მუზეუმში არის მწერლების და, ასე ვთქვათ, ”ზედა ფენის”, არისტოკრატიის არქივი....აქ მუშათა კლასის არქივი არაა. ამიტომ არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ არისტოკრატების სურათებია... ” - აღნიშნა ლაშა ბაქრაძემ.
მუზეუმის არქივებში რომ მხოლოდ არისტოკრატი ქალების სურათები ინახება, ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა.. ლაშა ბაქრაძემ სთხოვა ქალთა უფლებების დამცველებს და მეცნიერებს, რომლებიც ქალთა მოძრაობას სწავლობენ საქართველოში, მოაწოდონ ყველაფერი, რაც მოეპოვებათ, რათა მუზეუმში მართლაც გაიხსნას, როგორც თავად თქვა, ”სოციალური საზღვრები”..ამავე დროს, ლიტერატურის მუზეუმის ახალმა დირექტორმა აღნიშნა, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები მხოლოდ ნაწილია მუზეუმის უმდიდრესი ფონდისა და მათ მხოლოდ ის ექსპონატები გამოფინეს, რომელიც ობოლენსკის წიგნს მოუხდა..აქვე აღვნიშნავთ, რომ წიგნის გამოცემის ინიციატორია საერთაშორისო კავშირი ”რუსული კლუბი”, მისი გმირები კი არიან: ნინო ჭაჭავაძე, აგრაფინა ჯაფარიძე, როდამ ამირეჯიბი, მერი შერვაშიძე და სხვები.. ას სამოცამდე ფოტოსურათია ამ მშვენივრად გაფორმებულ წიგნში. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ლაშას ლიტერატურის მუზეუმის გეგმებზე ვკითხეთ - როდის შეიძლება საზოგადოება არქივში დაცულ სხვა ექსპონატებსაც გაეცნოს. მუზეუმის ახალი დირექტორის თქმით, ფონდები ჯერ მოსავლელი და დასამუშავებელია, თუმცა უახლოეს ხანში აქ აკაკი წერეთლის დიდი გამოფენა მოეწყობა.
ლეონიძის სახელობის მუზეუმი მოზრდილ ფართს ფლობს, აქვს შიდა ბაღი, რომელიც ღია გამოფენების მოწყობისთვის გამოდგება. ლაშა ბაქრაძემ გვითხრა, რომ აპირებს მაქსიმალურად დატვირთოს ეს სივრცე. სურს, ისევე როგორც, დავუშვათ, ბერლინის მწერალთა სახლშია, მუზეუმთან გახსნას პატარა სასტუმრო, სადაც უცხოელი მწერლები, მხატვრები გაჩერდებიან და იმუშავებენ. ლიტერატურის მუზეუმის ახალი დირექტორის თქმით, ეს უნდა იყოს ცოცხალი ადგილი - ასევე ცოცხალი გამოფენებით, წარმოდგენებით... თუმცა ამისათვის შენობას ჯერ კაპიტალური რემონტი სჭირდება.
”მე მინდა, რომ ეს იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ერთმანეთს შეხვდებიან”, - გვითხრა დასასრულს ლაშა ბაქრაძემ.