თბილისში იმყოფებიან ხავიერ სოლანა და სტროუბ ტელბოტი

თბილისში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან ევროკავშირის საბჭოს ყოფილი გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე სტროუბ ტელბოტი. დღეს მათ დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართეს ექსპერტებთან. საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში პირადი წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისთვის პრეზიდენტმა სააკაშვილმა სოლანა და ტელბოტი ოქროს საწმისის ორდენებით დააჯილდოვა.