კრასნოდარის ოლქში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა

კრასნოდარის ოლქში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. როგორც იტყობინებიან, „კანევსკაია-ლენინგრადსკაიას“ გზაზე ერთმანეთს შეეჯახა სამი ავტომობილი - ორი სატვირთო და ერთი მსუბუქი. შეტაკების შედეგად გაჩნდა ხანძარი. ავარიის მიზეზი იყო ერთ-ერთი სატვირთო ავტომანქანის გადასვლა მოძრაობის საპირისპირო მხარეს.