მაჰმუდ აბასი გამორიცხავს ისრაელთან არაპირდაპირ მოლაპარაკებებს თუ ის არ შეცვლის დასახლებების პოლიტიკას

პალესტინელთა ლიდერმა მაჰმუდ აბასმა დღეს გამორიცხა შეერთებული შტატების შუამავლობით ისრაელთან არაპირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება, თუკი ებრაული სახელმწიფო განაგრძობს თავის პოლიტიკას დასახლებების მშენებლობის სფეროში. აბასმა ეს განცხადება გააკეთა ლიბიის ქალაქ სირტეში, არაბული ლიგის სამიტის დელეგატების წინაშე გამოსვლისას. დღესვე არაბული ლიგის თავმჯდომარემ, ამრ მუსამ ორგანიზაციას მოუწოდა, უფრო მჭიდრო ურთიერთობები იქონიოს ირანთან მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო.