რუსეთის უმაღლესი რანგის სამხედრო წარმომადგენლის განცხადებით, საფრანგეთისაგნ ვერტმფრენმზიდ „მისტრალის“ შეძენის შესახებ შეთანხმება აუცილებლად უნდა მოიცავდეს შეიარაღების სისტემებისა და სხვა ტექნოლოგიების შესყიდვას. როგორც გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა უთხრა რუსეთის გაზეთ „ნედელიას“, "ამ გემს მარტო სრული აღჭურვილობით შევიძენთ - ყველა საკონტროლო სისტემით, ნავიკაციით და იარაღით“. საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის ადრე ნათქვამი აქვს, რომ საფრანგეთი "მისტრალს" რუსეთისთვის „სამხედრო აღჭურვილობის გარეშე“ დაამზადებს. გეგმის მიხედვით, ორი ხომალდი საფრანგეთში, ორი კი რუსეთში უნდა აიგოს.