რამდენად რეალურია ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფების შემცირება?

დავით ებრალიძე, ენერგეტიკის ექსპერტი

ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების კანდიდატები სულ უფრო მეტ დაპირებებს იძლევიან. თბილისის მერის პოსტზე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატმა გია ჭანტურიამ საკუთარი პროგრამის პრეზენტაციაზე გამოაცხადა, რომ ელექტროენერგიის ტარიფი 5 თეთრამდე, ხოლო გაზის ტარიფი 10 თეთრამდე უნდა შემცირდეს. ამ განცხადებისა და, ზოგადად, ენერგეტიკული ტარიფების შემცირების შესაძლებლობაზე კახა მჭედლიძემ ინტერვიუ ჩამოართვა ყოფილ ენერგოომბუდსმენს, ენერგეტიკის ექსპერტს დავით ებრალიძეს.