რუსეთმა სოხუმის აეროპორტს საიდენტიფიკაციო კოდი მიანიჭა

სოხუმის მთავრობამ დაამტკიცა საჰაერო სივრცით სარგებლობის წესები, სოხუმის აეროპორტს კი საერთაშორისო საიდენტიფიკაციო კოდი აქვს, რომელიც მას რუსეთმა მიანიჭა. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა. მანვე თქვა, რომ სოხუმის აეროპორტით უკვე დაინტერესდნენ რუსი, იორდანიელი და თურქი ბიზნესმენები.