საფრანგეთში რეგიონული არჩევნების მეორე ტური ტარდება

საფრანგეთში ადგილობრივი ორგანოების არჩევნების მეორე ტურში, როგორც ვარაუდობენ, დამარცხება ელოდება ქვეყნის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მემარჯვენე-კონსერვატიულ პარტიას. განვლილ კვირაში, არჩევნების პირველ ტურში, „სახალხო მოძრაობის კავშირმა“ ხმათა 26 პროცენტი მიიღო, ხოლო მისმა ოპონენტმა - სოციალისტურმა პარტიამ - 29 პროცენტი.