ბან კი მუნი ღაზაში ჩავიდა

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ისარელიდან ღაზის სექტორში ჩავიდა, რეგიონში ვიზტის ფარგლებში, რაც ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის განახლებას ისახავს მიზნად. პალესტინური ანკლავი, რომელსაც ჰამასი მართავს, სამი წლის განმავლობაში ისარელის ბლოკადაში იმყოფება. შაბათს ბან კი მუნმა მოუწოდა ისრაელს შეაჩეროს მშენებლობები აღმოსავლეთ იერუსალიმში.