რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ახალი მედიის ექსპერტი ნოდარ დავითური. მან საქართველოში სოციალური მედიის განვითარების ტენდენციებზე ილაპარაკა - ახსნა თუ რა არის სოციალური მედია, როგორ ვითარდება ის დასავლეთსა და საქართველოში და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე.