ქუმარიტაშვილების ოჯახი სამგლოვიარო სამზადისშია. ბაკურიანში სტუმრებს 12 ქვეყნიდან ელოდებიან. 21 წლის ნოდარის მწვრთნელი და ბიძა ფელიქს ქუმარიტაშვილი განმარტავს, რომ სპორტსმენის დაზიანების შემთხვევაში სპეციალური დაზღვევა არსებობს და ანაზღაურებაც ამის მიხედვით ხდება.
,,სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არ გვაქვს ისეთი დაზღვევები, ჩვენ ამის შესახებ გვქონდა საუბარი, რომ დავდიოდით უცხოეთში და გვქონოდა დაზღვევა. გვინდოდა, რომ ევროპაში გაგვეკეთებინა ეს დაზღვევა. ეს მარტო ჩვენი პრობლემა არ არის, სპორტის ყველა სახეობის. საქართველოში გვპირდებოდნენ, ახლო მომავალში გაგიკეთებთო. უცხოეთში კი არ გვიკეთებდნენ, იმიტომ რომ ევროპულ პასპორტს ითხოვდნენ. მაგრამ როცა ოლიმპიური ლიცენზია მოპოვებული გაქვს, იმ შემთხვევაში ოლიმპიური დაზღვევა არსებობს, რადგან ხარ ლიცენზირებული. საერთაშორისო ოლიმპიურმა დაზღვევამ უნდა იმოქმედოს ახლა, წესით, და ოჯახმა უნდა მიიღოს ეს დაზღვევა.”
ქუმარიტაშვილების ოჯახმა 10 ათასი ევრო, კომპენსაციის სახით, მხოლოდ საერთაშორისო საციგაო ფედერაციისგან მიიღო. მამა, დავით ქუმარიტაშვილი, ამბობს, რომ მომხდარის გამო ჩივილს არ აპირებს, მისთვის მნიშვნელოვანი ოლიმპიური კომიტეტისგან მხოლოდ შეცდომის აღიარებას ელოდება.
,,მთელი მსოფლიო ტირის, ნოდარს არავინ არ ამტყუნებს, რადგან ეს იყო ტრასის გაუმართაობის ბრალი, თვითონ აღიარა კანადელმა. გვერდში გიდგევართო. მე არც ჩივილს ვაპირებ, ოღონდ თავიანთი დანაშაული აღიარონ. ნოდარი იყო ძალიან გამოცდილი სპორტსმენი, 21 წლის ბიჭი. მსოფლიომ ნახა, ბავშვი როგორ მოდიოდა იმ მონაკვეთამდე - ძალიან კარგი დროით მოდიოდა; მგონი, საქართველოს ასახელებდა, მაგ მონაკვეთს, რომ გასცდენოდა. თვითონ მოციგავეები ჩამოვლენ მსოფლიოდან და ისინი იტყვიან, რაც იყო და როგორც იყო. იმ მონაკვეთში დაიმტვრნენ მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები. ახლა ჩამოვლენ, ორმოცისთვის, 23 მარტს, და შევეკითხოთ მათ. საერთაშორისო ფედერაციამ 10 ათასი ევრო გამოგვიგზავნა და გვპირდებიან კიდევ.”
ახალგაზრდა სპორტსმენის დაკრძალვისა და მისი ახლად აშენებული სახლის გარემონტების ხარჯები სახელმწიფომ იტვირთა. ადგილობრივი ხელისუფლება ნოდარ ქუმარიტაშვილის ორმოცისთვის საჭირო ორგანიზაციულ საკითხებს მოაგვარებს. ბაკურიანის გამგებელი ლევან შავკანი აცხადებს, რომ ოჯახს სხვა კომპენსაცია ჯერ არ მიუღია:
,,ელემენტარულ ორგანიზაციულ საკითხებს მოვაგვარებთ ჩვენ. მეუფე სერაფიმე, ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი, აპირებს ჩაატაროს პანაშვიდი, ჩატარდება ეს ეკლესიის წინ, საფლავთან. კომპენსაციის სახით, ამ ეტაპზე მხოლოდ საციგაო სპორტის ფედერაციამ რაღაც თანხა გადმოურიცხა, სხვა დაზღვევა და რამე ჯერჯერობით ოჯახს არ მიუღია.”
ქართველმა და უცხოელმა მომღერლებმა ახალგაზრდა სპორტსმენს სიმღერები მიუძღვნეს. ფელიქს ქუმარიტაშვილი ამბობს, რომ ოჯახი მომღერლების მადლიერია:
,,ისეთი პატივისცემა იყო, რომ მომღერლებმა კანადაში შექმნეს სიმღერა და მთელი მოციგავეები უსმენენ მას. როგორც ჩემთვის ცნობილია, გაყიდული დისკებით შემოსული თანხა გადმოერიცხება დასახმარებლად ოჯახს - ამ მომღერალმა ეს გაუკეთა. ამ დროისათვის რა თანხაა დისკებით შემოსული, ჩემთვის ჯერ ცნობილი არ არის.”
ნოდარისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად სპორტსმენები ავსტრიიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ინდოეთიდან, ლატვიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან 23 მარტს ჩამოვლენ.