გაეროს გარემოს დაცვის უწყება რუსეთს აკრიტიკებს სოჭის ოლიმპიადის გამო

გაეროს ბუნების დაცვის უწყება კრიტიკას გამოთქვამს რუსეთის მიმართ სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებული მშენებლობების გამო. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი უგულებელყოფს ზემოქმედებას, რომელსაც 2014 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ობიექტების მშენებლობა მოახდენს რეგიონის უნიკალურ გარემოზე.