პუტინი ინდოეთში 10 მილიარდი დოლარის ხელშეკრულებებს მოაწერს ხელს

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ინდოეთში რამდენიმე ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. მათი საერთო ღირებულება 10 მილიარდ დოლარს აღწევს. პუტინს სურს, რომ რუსეთ-ინდოეთის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ, რომელიც ახლა 8 მილიარდი დოლარია, 2015 წლისთვის 20 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.