სტუმრად ჩვენს ეთერში: აგიტ მირზოევი

აგიტ მირზოევი, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი

11 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო აგიტ მირზოევი, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი. მან ისაუბრა ორგანიზაციის ინიციატივაზე, რომელიც ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებში ეთნიკური უმცირესობების გათვითცნობიერებას გულისხმობს. ”ხმას ვაძლევთ ქმედებას” - ასე ქვია პროგრამას, რომელსაც ”მრავალეროვანი საქართველო” ახორციელებს და ამ პროგრამის ფარგლებში იგეგმება თბილისის მერობის კანდიდატებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრებიც ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებთან, მათ შორის - ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში.