რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია. მან ისაუბრა ანტიმონოპოლიური რეფორმის დასაწყებად გადადგმულ პირველ ნაბიჯებზე და იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი. დავით ნარმანიამ პრობლემა ისტორიულ ჭრილში განიხილა, ახსნა, თუ რა სპეციფიკის პრობლემები აქვთ საქართველოს ზომის ქვეყნებს, როგორ გაუქმდა ანტიმონოპოლიური სამსახური და რატომაა საჭირო რეფორმა ამ სფეროში.