ჰამიდ კარზაი პაკისტანში მოლაპარაკებებს გამართავს

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი პაკისტანში ჩადის, სადაც გამართავს მოლაპარაკებებს თალიბანთან მოლაპარაკებებში პაკისტანის შესაძლო როლის შესახებ. პაკისტანი აცხადებს, რომ სურს მონაწილეობის მიღება თალიბანის შედარებით ზომიერი პოზიციის მქონე წევრების ”შემორიგების” პროცესში. ბოლო დროს პაკისტანმა თალიბანის რამდენიმე ლიდერი დააკავა, რომლებიც პაკისტანში იმალებოდნენ.