აშშ ყირგიზეთს დაეხმარება ანტიტერორისტული საწვრთნელი ცენტრის მშენებლობაში

ყირგიზეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, აშშ 5-ნახევარ მილიონ დოლარს გამოყოფს, ანტიტერორისტული საწვთნელი ცენტრის მშენებლობისთვის ყირგიზეთში. განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ არ გეგმავს სამხრეთ ყირგიზეთში სამხედრო ბაზის გახსნას. ამ ქვეყნის ჩრდილოეთში უკვე არსებობს რუსეთის და აშშ-ის ბაზები.