პაკისტანში აფეტქებას სულ ცოტა 11 ადამიანი შეეწირა

პაკისტანში სულ ცოტა 11 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაიჭრა ქალაქ ლაჰორში მომხდარი აფეთქების შედეგად. დღეს დილით თვითმკვლელმა დანაღმული მანქანით ააფეთქა შენობა, რომელშიც პოლიცია ეჭვმიტანილი მეამბოხეების დაკითხვას აწარმოებდა. აფეთქების შედეგად, შენობის წინ დიდი ზომის ორმო დარჩა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტი, სავარაუდოდ, პაკისტანელმა თალიბებმა, ან მათმა მხარდამჭერმა ჯგუფებმა განახორციელეს.