ყოველკვირეული პროგრამა "კავკასიური გზაჯვარედინი" დღეს ეძღვნება თეატრის მდგომარეობას სამხრეთ კავკასიაში. მასში მონაწილეობენ: თბილისიდან - ავთანდილ ვარსიმაშვილი, "თავისუფალი თეატრისა" და "გრიბოედოვის სახელობის თეატრის" ხელმძღვანელი; ერევნიდან - რუბენ ბაბაიანი, სომხეთის თოჯინების თეატრის დირექტორი და ბაქოდან - ჯანეტ სალიმოვა, მოზარდი მაყურებლის თეატრის მთავარი რეჟისორი. "კავკასიური გზაჯვარედინს" ამზადებენ რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული რედაქციები. გადაცემას უძღვება ანდრეი ბაბიცკი.