თურქეთი აშშ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, დაბლოკოს რეზოლუცია სომეხთა „გენოციდის“ შესახებ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციას მოუწოდა, დაბლოკოს რეზოლუცია სომეხთა „გენოციდის“ შესახებ. დავუთოღლუს განცხადებით, ანკარა „სერიოზულად განაწყენებულია“ შეერთებული შტატების კონგრესის კომიტეტის მიერ რეზოლუციის მხარდაჭერის გამო. თურქეთმა შეერთებული შტატებიდან თავისი ელჩი გაიწვია მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გენოციდად აღიარებს თურქეთში პირველი მსოფლიო ომის დროს სომეხთა დახოცვას. რეზოლუციას კანონის ძალა არა აქვს. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გამოთქვა შეშფოთება, რომ რეზოლუციამ შესაძლოა, იმავდროულად ავნოს მუსულმანური თურქეთისა და ქრისტიანული სომხეთის ამჟამინდელ ძალისხმევას, წარსულს ჩაბარდეს მათი საუკუნოვანი დაპირისპირება. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის კომიტეტში რეზოლუციის მიღება დაგმო აზერბაიჯანმაც, რომელიც თურქეთის ახლო მოკავშირება. თურქეთი აღიარებს ოსმალების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს მრავალი სომხის დახოცვის ფაქტს, მაგრამ უარყოფს, რომ საქმე გენოციდს ეხებოდა.