ნიდერლანდის ადგილობრივ არჩევნებში წარმატება მოიპოვა ისლამის კრიტიკით ცნობილმა პარტიამ

ისლამის კრიტიკით ცნობილი ნიდერლანდელი პოლიტიკოსის, გეერტ ვილდერსის პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში წარმატება მოიპოვა. წინასწარი შედეგებით, თავისუფლების პარტია ლიდერობს ქალაქ ალმერეში და მეორე ადგილზეა ჰააგაში. ვილდერსის პარტია მუსულმანი იმიგრანტების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას აწარმოებს. თვით ვილდერსი ისლამს ფაშიზმს ადარებს და ყურანს - ჰიტლერის ნაშრომს „Mein Kampf“. ივნისში ნიდერლანდი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის შედეგებით, ყველაზე მეტი მანდატის მოპოვებას თავისუფლების პარტიას უწინასწარმეტყველებენ.