დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა გარდაიცვალა

დღეს მოსკოვში დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა გარდაიცვალა. 64 წლის არძინბა მოსკოვის ცენტრალურ კლინიკაში 25 თებერვლიდან მკურნალობდა. დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა ნუგზარ აშუბამ, რომელიც ამჟამად რუსეთის დედაქალაქში იმყოფება, ვლადისლავ არძინბას ”აფხაზი ხალხისთვის მოვლენა და მთელი ეპოქა” უწოდა. არძინბას გარდაცვალების გამო, სოხუმში შეიქმნა დამკრძალავი კომისია, რომელსაც სერგეი ბაღაფში ხელმძღვანელობს. მისი დავალებით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი სერგეი სამბა მოსკოვში გაემგზავრა. სააგენტო ინტერფაქსთან საუბრისას ვლადისლავ არძინბას გარდაცვალებას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ მთელი კავკასიის ტრაგედია უწოდა. არძინბას გარდაცვალების გამო რუსეთის პრეზიდენტმა მის მიერ აღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტს მიუსამძიმრა. კრემლის პრესსამსახური ასევე იუწყება, რომ სატელეფონო საუბრისას მედვედევმა ბაღაფშს დაბადების დღე მიულოცა.