”სააკაშვილის უცნაური და საიდუმლო ვიზიტი თურქეთში” - ასეთია დღევანდელი ”რეზონანსის” მოწინავე სტატიის სათაური. გაზეთი წერს, რომ, თურქული მედიასაშუალებების ცნობით, ორშაბათს მიხეილ სააკაშვილი სტამბულში იყო ჩასული ორი საათით. პრეზიდენტის პრესსამსახური და საგარეო უწყება ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, მაგრამ არც უარყოფენ. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ ვიზიტის შესახებ მართლაც არაფერი იცოდნენო, წერს ”რეზონანსი”. გია ხუხაშვილმა გაზეთს უთხრა: ”წარმოუდგენელი რამ არის, როდესაც პირველი პირი გადაადგილდება და ამის შესახებ პროტოკოლმა არაფერი იცის და არ არის ის ნორმები დაცული, რაც პირველი პირების გადაადგილებას თან უნდა სდევდეს. ეს უკვე მეტყველებს არასერიოზულ დამოკიდებულებაზე როგორც ჩვენი მხრიდან, ისე ჩვენს მიმართო”, - თქვა გია ხუხაშვილმა ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
”ვერსია” წერს, პრეზიდენტის ფონდად წოდებული ”განვითარებისა და რეფორმების ფონდი” გაუქმებულია და, შესაბამისად, ნიჭიერი სტუდენტების უცხოეთში სწავლას აღარ დააფინანსებსო. გაზეთს განათლების სამინისტროში უთხრეს, ფონდი ამიერიდან სწორედ ამ სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება და სტუდენტებსაც პრობლემა არ შეექმნებათო. მიუხედავად ამისა, ”ვერსია” წერს: ”სტუდენტებიც და მშობლებიც აცხადებენ, რომ ფონდი გაუქმებულია და სტუდენტების სწავლას სახელმწიფო აღარ აფინანსებს. ზოგი კი იმასაც ამბობს, თუ ვინმეს გაუშვებენ, ძალიან მკაცრი შერჩევის კრიტერიუმები იქნებაო.”
”ახალი თაობა” კი კვლავ მომავალი არჩევნებისათვის ოპოზიციის მზადებას უბრუნდება და ერთგვარ მიმოხილვით სტატიას აქვეყნებს. ვიდრე ძიძიგური და კომპანია „ალიანსის“ გულის მოგებას ცდილობენ, ნოღაიდელი მათ პროვოცირებას ცდილობს. ცოტა ხნის წინ ექს-პრემიერმა „ახალი მემარჯვენეების“ წევრი გადაიბირა და ამაზე მაშინ ისეთი ამბავი ატყდა, თავის დროზე „იუვენტუსიდან“ ზიდენის გადასვლას არ მოჰყოლიაო”, - წერს ავტორი და მდგომარეობას ასე აჯამებს:”ერთმანეთზე წამოსაძახებელი ოპოზიციას ძალიან ბევრი აქვს. ამ ამბების გახსენება კი ისე იტაცებთ, რომ სულ ავიწყდებათ - მათი მთავარი კონკურენტი გიგი უგულავაა, რომელიც, სანამ ესენი ერთმანეთს ლანძღავენ, სერიოზულ კამპანიას ატარებს და, როგორც ექსპერტები ამბობენ, გამარჯვებულიც ის დარჩება.”
ბოლოს, ”საქართველოს რესპუბლიკაზეც” გეტყვით. გაზეთი აქვეყნებს პარლამენტარ გიორგი თარგამაძის გამოსვლას 26 თებერვლის პარლამენტის სხდომაზე, აქვეყნებს მთლიანად - სამ გვერდს იკავებს ეს გამოსვლა. სათაურია: ”ხელისუფლება დამარცხდა, მაგრამ საქართველო არ დამარცხებულა”. „საქართველოს რესპუბლიკაშივე“ წაიკითხავთ ინტერვიუს გუბაზ სანიკიძესთან. ამის სათაურსაც გაგაცნობთ: „ქვეყანა წალეკეს ხელისუფლებიდან გამოქცეულმა პუდელებმა“.