რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ”რესპუბლიკელი” დავით ზურაბიშვილი, რომელმაც თვითმმართველობის მომავალ არჩევნებზე ილაპარაკა და მსმენელების ზარებს უპასუხა. ირაკლი ალასანიაზე ლაპარაკისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ შეცდომა ყველას მოსვლია და უარესია, როდესაც პოლიტიკოსი თავისი არასწორი გადაწყვეტილებების ტყვედ რჩება და პოზიციას აღარ იცვლის. რაც შეეხება ”ალიანსის” წინასაარჩევნო კამპანიას, დავით ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მისი დაწყება ცოტა დაგვიანდა, მაგრამ სამი თვე მაინც საკმარისი დროა იმისთვის, რომ სათქმელი ამომრჩევლამდე მიიტანონ.