საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის დროს, რეგიონული ტელევიზიების საგადასახადო ამნისტიის შესახებ გააკეთა განცხადება. ფინანსური დავალიანებისაგან რეგიონული არხების გათავისუფლების შესახებ საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა დამოუკიდებელი ტელევიზია ”ტვ-25”-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გაიხსენა.