ირანის ოპოზიციის ლიდერმა მომხრეებს ახალი საპროტესტო გამოსვლისკენ მოუწოდა

ირანის ოპოზიციის ლიდერმა მირ ჰოსეინ მუსავიმ დღეს მოუწოდა თავის მომხრეებს ახალი ანტისამთავრობო დემონსტრაციისკენ თეირანში, რათა დამტკიცდეს, მისი განცხადებით, „მწვანე მოძრაობისადმი“ მხარდაჭერა და ბოლო მოეღოს სპეკულაციებს.