ცესკო სიების მონიტორინგის 10 დღით გადავადებას თანხმდება

ზურაბ ხარატიშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სიების გადასამოწმებლად პოლიტიკურ პარტიებს დაახლოებით თვენახევარი განესაზღვრათ. ამ ვადიდან 20 დღეზე მეტი უკვე გავიდა და სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში პარლამენტი ვადის გახანგრძლივების საკითხს განიხილავს. სიების მონიტორინგის პროცესის ეფექტურობის საკითხებზე რადიო თავისუფლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს ესაუბრა.